ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2026 წლის 26 მარტს (აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების დღეს) გამართავს ტრადიციულ, რიგით მეხუთე სამეცნიერო კონფერენციას - „ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებსა და მოწვეულ პედაგოგებს, ასევე, კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს.
კონფერენციის მასალები გამოიცემა ელექტრონულად.
ტექნიკური მოთხოვნები:
ტექსტის მოცულობა: მაქს. 600 სიტყვა;
შრიფტი: Sylfaen; საენათმეცნიერო ტრანსკრიფციათა შრიფტისთვის სასურველია ICL_Symbol.
გამოგზავნილ მასალებს თან უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია.
მასალები მიიღება 2026 წლის 15 მარტამდე, მისამართზე: caucasology@tsu.ge / Nino Rukhadze <nino.rukhadze.h@tsu.ge>
კონფერენცია გაიმართება მისამართიზე: 0179 თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ I კორპ. 202-ე აუდიტორია.
+995 595 089 589
პატივისცემით
საორგანიზაციო კომიტეტი